მიუხედავად იმისა, რომ დაშორების შესახებ ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, განქორწინებამდე საქმე არ მისულა. მეტიც, ცოტა ხნის წინ მსახიობებმა ერთად ცხოვრება დაიწყეს.
დაშორების შემდეგ, აფლეკმა ყოფილი საცხოვრებლის მახლობლად სახლი იქირავა, რათა ბავშვებთან ახლოს ყოფილიყო.
ინსაიდერის თქმით, მათი ცალ-ცალკე ცხოვრება არალოგიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან მთელი დღე ერთად იყვნენ, საღამოს კი ბენი სახლში მიდიოდა, შედეგად ბავშვებმა კითხვების დასმა დაიწყეს. შესაბამისად, ბენმა და ჯენიფერმა გადაწყვიტეს, რომ მისი სახლში დაბრუნება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა.