LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკთან ოფიციალურად განქორწინებიდან სამ კვირაში, ჯეი ლო სიყვარულზე ალაპარაკდა – რას ამბობს ვარსკვლავი

239
page

როგორც ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ ჯეი ლოს ახალი ფილმის, „ქალი ობობას კოცნა“ პრემიერა შედგა. მიუზიკლში მას პარტნიორობას დიეგო ლუნა უწევს. აღნიშნული კინოსურათი ჯეი ლოს ყოფილი მეუღლის, ბენ აფლეკით ეგიდით შეიქმნა.

სწორედ პრემიერის წითელ ხალიჩაზე მისცა მან პატარა ინტერვიუ გამოცემას Variety-ის. მას ფილმის შინაარსზე ჰკითხეს, რაზეც ჯეი ლომ უპასუხა, რომ ეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების გამორჩეული ისტორიაა. შემდეგ კი სიყვარულზეც ალაპარაკდა.

„ჩემთვის ყოველივე ეს განსაკუთრებულია. სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, სიყვარული ყველა უთანხმოებას კურნავს“, – ამბობს 55 წლის ვარსკვლავი, რომელიც ბენ აფლეკს ოფიციალურად სულ რაღაც 3 კვირის წინ დაშორდა.

დაქსელილი კაბა და შეუდარებელი ბრწყინვალება – ჯეი ლო „ქალი ობობას კოცნის“ პრემიერაზე, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს

„ისე იყო ის კევინ კოსტნერით აღფრთოვანებული, რომ ავღელდი კიდეც“ – ინტერნეტსივრცეში ბენ აფლეკის ინტერვიუს ამონარიდი გავრცელდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები