LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ

143
ბენიამინ ნეთანიაჰუ

ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატანზის ურანის გამდიდრების ობიექტებზე მძიმე დარტყმა მივიტანეთ. ცენტრიფუგების მწარმოებელი ქარხნები გავანადგურეთ. ჯერჯერობით 10 წამყვანი ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაცია განვახორციელეთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში რეჟიმის ობიექტებს, შტაბ-ბინებსა და სამთავრობო ტელევიზიას დაარტყა.

„ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს. მოსახლეობის ევაკუაციას ვახორციელებთ. ჩვენ გამარჯვებისკენ გზაზე ვართ. ამას ირანიც კარგად ხვდება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g