LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენიამინ ნეთანიაჰუ – თუ „ჰეზბოლა“ომს გადაწყვეტს, ლიბანის მეორე ომი მოენატრება

340
unsaaxpetzmpbcllbeauibb5hu

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჩრდილოეთ საზღვარზე ჯარისკაცებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „თუ „ჰეზბოლა“ გადაწყვეტს ომში შესვლას, მას ლიბანის მეორე ომი მოენატრება”.

მისი თქმით, ისრაელი ომში იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ გაგანადგურებენ, თუ არ გაანადგურებ.

„ის დაუშვებს ცხოვრებისეულ შეცდომას. ჩვენ დავარტყამთ მას ისეთი ძალით, რომ ვერც კი წარმოიდგენს და ეს მისთვის და ლიბანის სახელმწიფოსთვის გამანადგურებელი იქნება..

ვიცი, რომ მეგობრები დაკარგეთ და ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი ცხოვრების ბრძოლაში ვართ, ჩვენი სახლისთვის ბრძოლაში. ეს არ არის გაზვიადება, ეს არ არის გადაჭარბება, ეს არის ომი. ეს ნიშნავს, მოგკლავენ, ან მოკლავ და ისინი უნდა მოკვდნენ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

„არ დავასრულებთ მისიას, ვიდრე „ჰამასს“ არ გავანადგურებთ – ეს იქნება ომი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის სიტუაციას” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g