ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრს, ამიჩაი ელიაჰუს მთავრობის სხდომებში მონაწილეობის უფლებამოსილება შეუჩერა.
CNN-ი წერს, რომ ამიჩაი ელიაჰუმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ღაზაზე ბირთვული ბომბის ჩამოგდება კრიზისთან გამკლავების „ერთი გზაა“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მინისტრის განცხადება რეალობას მოწყვეტილია.