ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი მზადყოფნას გამოთქვამს გვერდზე გადადოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან არსებული უთანხმოება და შექმნან საგანგებო, პროფესიონალური მთავრობა, რათა შეძლონ იმ რთული ოპერაციის მართვა, რომელიც წინ ელით.
მისივე თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იცის, რომ ამჟამინდელი უკიდურესი და დისფუნქციური უსაფრთხოების კაბინეტით, მას არ შეუძლია ომის მართვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ მძევლები და ომის ტყვეები აიყვანა
„ცოტა ხნის წინ შევხვდი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ვუთხარი მას, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში, მე მზად ვარ გვერდით გადავდოთ ჩვენი უთანხმოება და შევქმნათ საგანგებო, ვიწრო, პროფესიონალური მთავრობა, რათა მოვახერხოთ ვმართოთ რთული ოპერაცია, რომელიც გველის წინ. ისრაელის სახელმწიფო ომშია. ეს არ იქნება ადვილი და არც მოკლე. მას აქვს სტრატეგიული შედეგები, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ გვინახავს. არსებობს სერიოზული რისკი, რომ ის გადაიქცევა მრავალფრონტულ ომად. ისრაელის სახელმწიფომ დღეს მძიმე დარტყმა განიცადა. ჩვენ ყველას გვტკივა, ყველანი გაბრაზებულები ვართ. თუმცა, ომები და ქვეყნები არ იმართება ტკივილით და ბრაზით, არამედ სიმშვიდით და სიტუაციის სტრატეგიული გაგებით. ჩვენ უნდა დავაყენოთ პოლიტიკა ერთ მხარეს, საგანგებო მთავრობის გულისთვის, რომელიც გადაჭრით მართავს ამ ვითარებას და სხვა საკითხი არ მოგვარდება, სანამ ჩვენს მტრებზე გამარჯვებას არ მივაღწევთ“, – აღნიშნა ლაპიდმა.
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში, 70-მდე ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში 908 დაშავებულია გადაყვანილი.
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ