Bentley-ს 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შემოსავალი დაუფიქსირდა. გასულ წელს, ახალი კონკურენტების აღზევების ფონზე, Bentley-ს ოპერაციული შემოსავალი 373 მილიონ ევრომდე შემცირდა. ეს კი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით უფრო ნაკლებია. სუფთა შემოსავალი 10%-ით შემცირდა, 2,7 მილიარდ ევრომდე. Bentley-ს ხელმძღვანელობა სიტუაციის გამოსწორების გზებს ეძებს, თუმცა საბოლოო ჯამში პრობლემა ისევ მომხმარებლებზე აისახება.
Bentley-მ გაყიდული ავტომობილების რაოდენობა არ გაამხილა და ამის გაკეთებას მომავალშიც არ აპირებს. თუმცა, ბრენდის გენდირექტორმა გასაგებად ახსნა, რომ Bentley-თვის ერთი ავტომობილის ღირებულება რაოდენობაზე ბევრად მნიშვნელოვანია. ამასთან დაკავშირებით პრობლემა ზუსტადაც არ არსებობს: შემოსავალი თითო მანქანაზე 10%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდი დაამყარა.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ Bentley-მ გამოუშვა კუპე Batur, რომელმაც განსაკუთრებული შეფერილობა და 18 კარატიანი ოქროს გაფორმება მიიღო. ასეთი ორკარიანის ფასი მინიმუმ 1,65 მილიონი ფუნტი სტერლინგია.