LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა დავითულიანი: არ მგონია, უფრო კომპეტენტური იყოს აშშ-ის ელჩი, ვიდრე პენიტენციური სისტემა

80
ბექა დავითულიანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის შესახებ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ მისი მოსაზრება აპრიორი მართალს არ ნიშნავს.

„არ ვარ დარწმუნებული და ნამდვილად არ მგონია, რომ უფრო კომპეტენტური იყოს ამერიკის ელჩი, ვიდრე არის პენიტენციური სისტემა საკუთარი პატიმრის დაცვის თვალსაზრისით, სად უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს. რა გავაკეთო ახლა, რახან ამერიკის ელჩია, იმას ხო არ ნიშნავს, რომ მართალია აპრიორი,“- თქვა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის” ეთერში.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საქართელოს ხელისუფლებას მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს მოეპყრან თანასწორად და ღირსების დაცვით ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მისივე სიტყვებით, სამედიცინო ჯგუფის უკანასკნელი შეფასებიდან გამომდინარე, სააკაშვილის ჯანმრთელობა მაღალი რისკის ქვეშაა და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას.

დეგნანის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და სამედიცინო კეთილდღეობა.

ამავდროულად, მანვე მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს, გაითვალისწინოს მისი ექიმების რეკომენდაცია და მიიღოს ის სამედიცინო დახმარება, რომელიც ესაჭიროება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g