LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა დავითულიანი სააკაშვილზე: არავინ არავის სასიკვდილოდ არ იმეტებს

77
ბექა დავითულიანი

„არავინ არავის სასიკვდილოდ არ იმეტებს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა, საპატიმროში მყოფ, მოშიმშილე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას მედიასთან განაცხადა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში ყველა პატიმრის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცულია.

„სააკაშვილს, როგორც პატიმარს, უფლება აქვს გამოაცხადოს შიმშილობა, პენიტენციურ სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლოს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების კონტროლის ქვეშ არის. შესაბამისად, პასუხისმგებლობას იღებს ეს ექიმთა ჯგუფი და პენიტენციური სისტემა, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია, რომელიც უკავშირდება პოლიტიკას და არჩევნებს,“ – განაცხადა დავითულიანმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ქვეყნის მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას იმის შესახებ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით, მას გარკვეული შუამავლის როლი შეუძლია იკისროს მოქმედ პრეზიდენტთან ერთად, რათა კრიზისი განიმუხტოს.

„სამმა პრეზიდენტმა შეიძლება ისაუბროს, არა პოლიტიკურ მოგება-წაგებაზე, არამედ ქვეყნის ბედზე“ – მარგველაშვილმა ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრა შესთავაზა

დავითულიანი შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის ეს ინიციატივა არასერიოზულია.

„მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია თქვენთვის ცნობილია, ყოფილი პრეზიდენტის მარგველაშვილის პოზიციას რაც შეეხება, მას თავის დროზე შეეძლო სააკაშვილის შეწყალება თუ ამის სურვილი ჰქონდა და ახლა, როცა მას ეს პასუხისმგებლობა არ აქვს, არასერიოზულია მისი მხრიდან ეს საუბარი,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 დაწესებულებაში მისი დაკავების დღიდან, 1-ლი ოქტომბრიდან შიმშილობს.

შესაძლოა, შიმშილობა დასრულდეს ფატალური შედეგით და ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს: სააკაშვილის ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g