LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამმა პრეზიდენტმა შეიძლება ისაუბროს, არა პოლიტიკურ მოგება-წაგებაზე, არამედ ქვეყნის ბედზე“ – მარგველაშვილმა ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრა შესთავაზა

161
4

პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში შესაძლოა, შუამავალი გიორგი მარგველაშვილი გახდეს. მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრას სთავაზობს. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილის მძიმე მდგომარეობით უნდა დაინტერესდეს.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, იმაზე რაც ახლა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ხდება, დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მოქმედ პრეზიდენტზეცაა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ზურაბიშვილს კომპეტენციას ახსენებს:

„პრეზიდენტის საკითხი, ავტომატურად პრეზიდენტის კომპეტენციის ქვეშაა, ისევე როგორც მისი კომპეტენციის ქვეშ არის, ქვეყნის მთლიანობის საკითხი და ეს მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ მოიცავს…

მიმაჩნია, რომ დიდი პასუხისმგებლობა ახლა მოქმედ პრეზიდენტზეა, რომ ის დაინტერესდეს ამ საკითხით. მე არ ვამბობ, რომ უნდა შეიწყალოს, ეს მისი გადასაწყვეტი და საზიდი ტვირთია. მოქმედი პრეზიდენტი პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ბედით უნდა დაინტერესდეს.

თუ დასჭირდება და საჭიროდ ჩათვლის, მეც შემიძლია ამ პროცესში ჩავერთო. იმ კომპეტენციაში, რაზეც სამმა პრეზიდენტმა შეიძლება ისაუბროს, არა პოლიტიკურ მოგება-წაგებაზე, არამედ ქვეყნის ბედზე, იმაზე რომ ტრავმა არ მივაყენოთ ჩვენ სახელმწიფოს”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, სააკაშვილის დაჭერის დღესვე, 1 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კითხვაზე: შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტს, მას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს – არა და არასოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g