„ქართული ოცნების“ წევრი, ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ თუ საპარლამენტო პარტიები რიგდებიან, მაშინ საელჩოების პოზიციებს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. ამ განცხადებით დეპუტატი გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილების შესაძლო ჩაგდებას გამოეხმაურა.
დავითულიანის თქმით, ოპოზიციის მხრიდან პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე არსებითი მოთხოვნა არ ყოფილა.
ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას - კარლ ჰარცელი
"სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით."
„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი კეთილი ნებით შევასრულებთ რიგ პირობებს, რაც წერია და ამ პირობებს ჩვენი კეთილი ნებით ვასრულებთ. ოპოზიციურ პარტიებსაც არსებითი მოთხოვნა გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით არ ჰქონია.
თუ საპარლამენტო პარტიები რიგდებიან, რომ ეს არ არის პირველი ხარისხის ცვლილება და ჯობია ისე, როგორც არის, ამ შემთხვევაში, საელჩოების პოზიციას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა,“ -განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო