ბექა გოჩიაშვილი აუდის ფესტივალის შემდეგ, სადაც მას „ჯაზის სასწაული“ უწოდეს პირველ კონცერტს ბათუმში დღეს, 31 ივლისს გამართავს.
ბათუმში გამოიდარა და SOHO BATUMI აგვისტოს სეზონის გახსნისთვის ემზადება. ბექასთან ერთად თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი სპეციალურად 31 ივლისისთვის რამდენიმე ექსკლუზიურ მუსიკალურ ნომერს ამზადებს.
საღამოს მონაწილეები იქნებიან ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე და საღამოს კიდევ ერთი გამორჩეული სპეციალური სტუმარი MC ამიკო ნინუა.