LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: ჩვენ ჩვენი სამშვიდობო გეგმა გვაქვს, არ ვეტრფით და არ ვესწრაფვით მხოლოდ ტერიტორიებს – ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა მშვიდობიანად უნდა მოახერხონ თანაცხოვრება..ჩვენ არავის ჭკუის დარიგება არ გვჭირდება

522
BeFunky-collage (1)

ჩვენ ჩვენი სამშვიდობო გეგმა გვაქვს. არ ვეტრფით და არ ვესწრაფვით მხოლოდ ტერიტორიებს, ჩვენ გვჭირდება ხალხი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, – განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ უკრაინის პრეზიდენტის განაცხადების კომენტირებისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება

„ვუსურვებდი უკრაინელ ხალხს, რომ მათმა ხელისუფლებამ ჯერ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოახერხოს. რაც შეეხება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, ჩვენ ჩვენი სამშვიდობო გეგმა გვაქვს, არ ვეტრფვით და არ ვესწრაფით მხოლოდ ტერიტორიებს, ჩვენ გვჭირდება ხალხი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა მშვიდობიანად უნდა მოახერხონ თანაცხოვრება. უნდა მოახერხონ ერთმანეთის გულების და შემდეგ, რა თქმა უნდა, მიწის დაბრუნება. ჩვენ არავის ჭკუის დარიგება არ გვჭირდება“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ირაკლი ქადაგიშვილი: მისასალმებელია ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მაგრამ ჩვენ განზრახვა გვაქვს, ეს მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g