LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ ღარიბაშვილის პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე, რადგან იგი ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას

149
ბექა ოდიშარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტს, სადაც SPECA-ს ცენტრალური აზიის ქვეყნების მეთაურთა სამიტი იმართება, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია ეხმაურება და აცხადებს, რომ „პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

ბექა ოდიშარიას თქმით, ქართველი ხალხი აფასებს პრემიერ მინისტრის პოზიციონირებას ყველა პლატფორმაზე, რადგან იგი ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას.

„პრემიერმა ღარიბაშვილმა დასვა მნიშვნელოვანი აქცენტები და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი სუვერენული ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რეგიონისთვის და ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს სუვერენულ ინტერესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g