LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია – თუ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

148
98786352ab62965a07c516ba5d449e8a_XL

„თუ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს, ამაში მე ვერაფერს ხედავ”, – ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის „რას უკავშირდება მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „მოქალაქის“ გააქტიურება” პასუხად „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„იმ თავითვე, ამ ორგანიზაციის შესახებ მქონდა ინფორმაცია, თუმცა ახალა, ამჟამად ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ იცის თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და იმ ადამიანებმა, ვინც ამ საჯარო რეესტრის მონაცემებში არიან. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ. ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება. მე გირჩევდით, რომ თქვენც ჩამოყალიბდით, ხან იძახით, რომ ის ჩრდილოვანი მმართველია და თუ ადამიანს მოუნდა, რომ სამოქალაქო სექტორში გადმოვიდეს, ამაზეც დაძრახვა როგორ შეიძლება ადამიანის? ე.ი. ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდებია, თუ როგორ არის საქმე. ადამიანმა, რომელმაც 3 მილიარდი ჩადო ქველმოქმედების სახით ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანს დაუშალოთ საერთოდ რამენაირად არსებობა ამ ქვეყანაში, მე მგონი, ეს არასამართლიანია. მე მხოლოდ მივესალმები, თუ ის გამოჩნდება სამოქალაქო სივრცეში და ზოგადად საზოგადოებაში“, – განაცხადა ოდიშარიამ.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, 18 სექტემბერს დამტკიცებული წესდების თანახმად „მოქალაქის”, რომლის თავმჯდომარეც ბიძინა ივანიშვილია, გეგმავს პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს სახელმწიფო დაწესებულებებთან, ბიზნეს წრეებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან, რელიგიურ და საჯარო ორგანიზაციებთან, საჯარო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები