LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერ ნიკოლოზთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

280

ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება და მისი ფოტოებს ტექსტით „მხსნელი“ და „გადამრჩენელი“ ეკლესია არ ავრცელებს, ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: “მხსნელი”, “გადამრჩენელი” და ა.შ.

გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g