LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერა: ასეთ სწრაფ განვითარებას ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი

44

24 მარტს, რეზო კაკულიას „ფორტუნა პლუსის ჩარტში“,  ბერას ახალი სიმღერის „Untouchable” პრემიერა შედგა. თრექის მიხედვით გადაღებულ კლიპს Youtube-ზე 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ხოლო გერმანიის, ავსტრიის, ნიდერლანდებისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების რადიოსადგურების ჩარტებში აქტიურად ტრიალებს.

ბერა: ამ სიმღერამ ჩემი კარიერა უკეთესობისკენ რადიკალურად შეცვალა, მან ბევრი პარტნიორი კომპანიის დიდი ინტერესი გამოიწვია, რამაც საშუალება მომცა, რომ მრავალ ქვეყანაში მრავალმხრივად წარმომეჩინა იგი. Universal Music Group-თან დაანონსდა ჩემი პარტნიორობა ამ სიმღერასთან დაკავშირებით,  Universal-თან ვთანამშრომლობდი ამერიკა-კანადა-ლათინო ამერიკის ტერიტორიებზე, ასევე ვარ Warner-თან საფრანგეთსა და რუმინეთში და Sony-სთან სკანდინავიურ ქვეყნებში. სტრატეგიულად, როდესაც ლეიბლთან ხელშეკრულებას აფორმებ, შეგიძლია გააფორმო პირდაპირ მსოფლიოზე.

რას გპირდებიან ეს მსხვილი კომპანიები?

– ყველამ წარმოადგინა თავისი მარკეტინგული გეგმა. ადვილია იყო ლეიბლთან, მაგრამ რთულია იყო მათთვის საინტერესო, თუმცა როდესაც ინტერესი მეორე მხრიდან მოდის, ამ შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივია. მოვლენების ასეთ სწრაფ განვითარებას ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი.

შესაძლოა, ცნობილ მომღერალთან დუეტიც გქონდეს ჩაწერილი, მაგრამ სანამ მისი ლეიბლისგან ლიცენზიას არ მოიპოვებ, დარელიზების უფლება არ გაქვს. ჩემთვის პირველ ადგილზე შემოქმედება დგას და არა ბიზნესი, შესაბამისად არავისთან მქონია ბიზნეს-მოლაპარაკება.

ამ ეტაპზეც მზად არის უკვე ერთი ნამუშევარი ცნობილ ჯგუფთან და ველოდები ლიცენზიას, რაც ხშირად დიდ დროსთან არის დაკავშირებული. მაგალითად, Coldplay-სა და Chainsmokers-ის დუეტი, რომელიც ერთი თვის წინ გამოვიდა, ორი წლის წინ ჩაიწერა. ეს კიდევ კარგი შემთხვევაა, როდესაც ორი წლის მერე მაინც დარელიზდა.

ყველაზე მეტად სტუდიაში ყოფნა მიყვარს, შემიძლია არ ვჭამო, არ ვიძინო, მაგრამ სტუდიაში ვიყო და დღეში 3-4 სიმღერა ჩავწერო. მიყვარს იმის შექმნა, რაც გუშინ საერთოდ არ არსებობდა და რაც ხვალ ჩემზე დიდხანს იარსებებს.

– ალბომის გამოშვებას თუ გეგმავ?

– კი, 15 სიმღერა უკვე მზად მაქვს. ველოდები სწორ დროს და მომენტს. დღეს სინგლების ერაა და ვაპირებ, რომ „Untouchable”-ს ბოლომდე მივყვე ყველა ქალაქსა და შტატში. მისი რემიქსების მცირე კრებულიც მომზადების რეჟიმშია, ლიცენზიას ველოდები, ამასთან ვაცდი ხალხს, ორიგინალს მიეჩვიოს და რემიქსებსაც შევთავაზებ ნელ-ნელა.

წარმატებებს გისურვებ.

 

აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები