ბერა ივანიშვილი, რომელიც შვილს ელოდება, საკუთარი ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოზე 1996 წელია, ის კი სულ რაღაც 2 წლის არის.
სურათმა მისი ინსტაგრამ ფოლოუერების დიდი მოწონება დაიმსახურა.
როგორც ჩანს, ივანიშვილების ოჯახში ძველი ალბომები გადაათვალიერეს. ბავშვობის ფოტოს ბერას ძმა ცოტნე ივანიშვილიც აქვეყნებს, სადაც ის შედარებით მოზრდილ ბერასთან ერთად ჩანს.
“სიყვარული მხოლოდ იზრდება” – წერს ის ფოტოს აღწერაში.
ბერა ივანიშვილი, ქართველი მილიარდერის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილი, ასევე, მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია.