LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერდია სიჭინავა: „მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა“

110
ბერდია სიჭინავა, გიორგი გახარია

„ხელისუფლება უკვე შეშლილია. ისინი სახელმწიფოს საჭესთან შეშლილი სახით სხედან და უფსკრულისკენ მიგვაქანებენ“, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა,

სიჭინავა რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ პატიმრობის განაჩენს გამოეხმაურა. კითხვაზე, ელოდებიან თუ არა საქმის აღძვრას გიორგი გახარიას წინააღმდეგ, სიჭინავამ აღნიშნული არ გამორიცხა:

თეა წულუკიანი: „გახარია როგორ უნდა ვიხილოთ საპატიმროში ეს მე არ ვიცი, არავის თვითმიზანი ეს არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან“

წულუკიანმა თქვა, რომ გიორგი გახარია და ყველა ის ოპოზიციონერი, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, არიან ინსტრუმენტები უცხო ძალების ხელში.

„გიორგი გახარიას არავისთან დასამალი არაფერი ჰქონია. ის პირველივე სხდომაზე მივიდა და ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. მას სრულად აუხსნელი მიზეზის გამო დისტანციურად ჩართვაზე უარს ეუბნებიან. ისინი გიორგი გახარიას ქართული მიწის მშვიდობიანად დაცვაში ედავებიან. მან მშვიდობიანად შეაჩერა მცოცავი ოკუპაცია საკუთარ მიწაზე.

რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს არამხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს, არამედ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ქრონიკა. დადგება ყველას პასუხისმგებლობა. ხელისუფლება უკვე შეშლილია, ისინი სახელმწიფოს საჭესთან შეშლილი სახით სხედან და უფსკრულისკენ მიგვაქანებენ. ისინი თვითონ აუცილებლად გადაიჩეხებიან და რაც ყველაზე სამწუხაროა, ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ“, – განაცხადა სიჭინავამ.

შალვა პაპუაშვილი: „გიორგი გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს – ირჩევს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ… ჩორჩანაში ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, შედეგად მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიაა დაკარგული“

„გიორგი გახარია მზაობას აცხადებს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩორჩანას შესახებ 2 ივლისსაც დისტანციურად ისაუბროს“ – პარტია „გახარია საქართველოსთვის“

„ცხადი ხდება, რომ შეშინებული და არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი „ოცნება“ თავად გაურბის „ჩორჩანაზე“ საჯაროდ საუბარს, რადგან ცხადი გახდება ვინ ღალატობს ქართულ, ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.“

ბერდია სიჭინავამ უპასუხა კითხვას, თუ რა პერიოდით იმყოფება გიორგი გახარია საზღვარგარეთ და აპირებს თუ არა ის ქვეყანაში დაბრუნებას. მისი თქმით, „მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა“:

„გიორგი გახარია საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება რამდენიმე სახელმწიფოში, რომლის განრიგსაც არ ვუთანხმებთ კომისიას. კომისია შეუძლია გამოსაკითხი პირი დისტანციურად ჩართოს. ასეთი შემოთავაზება გიორგი გახარიამ პირველივე შეხვედრის დროს მიიღო. მას პასუხების გაცემაზე პრობლემა არ აქვს. სისულელეა ის, რომ გიორგი გახარია გაიქცა ქვეყნიდან და აღარ დაბრუნდება. მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა“, – განაცხადა მან.

სიჭინავას თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი დიქტატურის დასამყარებლად ემზადება, რასაც ბოლო დროს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კარგად აჩვენებს“.

შალვა პაპუაშვილი: „გიორგი გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს – ირჩევს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ… ჩორჩანაში ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, შედეგად მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიაა დაკარგული“

„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარიას მისცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს და თავისი, როგორც მოქალაქის ვალდებულება მოიხადოს“ – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g