„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რეალურად პრემიერი დაადანაშაულა.
„ირაკლი კობახიძემ ბრძანა, კანდიდატობის განაცხადი საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყოო.
ბლა, ბლა რომ გამოვტოვოთ, პირდაპირ ღარიბაშვილი დაადანაშაულა.
ივანიშვილის კარზე პირველ ორ ვეზირში სამკვდრო/ სასიცოცხლო ბრძოლაა საკუთარი ტყავის გადასარჩენად“? – წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.
კობახიძე: პარადოქსია, ევროპარლამენტი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს
კობახიძე: რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს მინიშნებად, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს