პარტია “ლელო-საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებულ ამბავს ეხმაურება.
“ნურავის ეწყინება – ლევან ბერძენიშვილზე საინტერესო მოსაუბრე არ მეგულება ჩვენს საჯარო სივრცეში.
ის, რომ მას ახალგაზრდებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა ადასტურებს-ინტელექტუალური და მორალური დეგრადაციის ძალიან მნიშვნელოვან მწვერვალზე ავიდა ქვეყანა.
უწიგნურთა კასტისთვის ძალაუფლების გადაცემის ლოგიკური შედეგია”, – წერს სალომე სამადაშვილი.
ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებლის, ნიკა გურინის ინფორმაციით, ლევან ბერძენიშვილს ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ლექცია უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მას პიკეტირება მოუწყვეს, რის შედეგადაც ორგანიზატორებს შეხვედრის გაუქმება მოუწიათ.
ბერძენიშვილი მოვიწვიეთ ლექციაზე, პიკეტირება მოგვიწყვეს – ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი