ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებლის, ნიკა გურინის ინფორმაციით, ლევან ბერძენიშვილს ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ლექცია უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მას პიკეტირება მოუწყვეს, რის შედეგადაც ორგანიზატორებს შეხვედრის გაუქმება მოუწიათ.
„ყვარელში ლევან ბერძენიშვილი გვყავდა მოწვეული ლექციის ჩასატარებლად ევრო-ატლანტიკურ ცენტრში.
პიკეტირება მოგვიწყვეს ჩამოყვანილებმა სხვადასხვა რაიონებიდან, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია. შენობაში ბევრი ბავშვი ელოდა შეხვედრას.
ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. აი, აქამდე მივედით ამ ქვეყანაში“. – წერს გურინი სოციალურ ქსელში.