LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს

188
aegean

ავიაკომპანია Aegean Airlines საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines სალონიკი – თბილისი – სალონიკის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ფრენები 2023 წლის 22 მაისიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

Air Moldova საქართველოსა და მოლდოვას შორის ფრენის სიხშირეს ზრდის

მოლდოვური ავიაკომპანია ზრდის ფრენების ინტენსივობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამატებს კიშინეუ - ბათუმი - კიშინეუს რეგულარულ მიმართულებას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.

ეგეოსის ავიახაზები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ავიაკომპანიამ 2021 წლის ივნისიდან განაახლა.

 

28 მაისიდან თბილისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანია SunExpress იფრენს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g