LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინი დიზელის ავტომობილებს აკრძალავს

110
diesel

ბერლინმა დიზელის ავტომობილებს შეზღუდვები დაუწესა. გერმანიის დედაქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქალაქში დიზელის ავტომობილების რაოდენობა მაქსიმალურად შეამციროს და კანონი ძალაში 1 ივლისიდან შევა.

ხელისუფლებას სჯერა, რომ ქალაქში ტრანსპორტის გაფილტვრა, მავნე გამონაბოლქვს შეამცირებს, რაც ბუნებრივია გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.

დასაწყისისთვის აკრძალვა მხოლოდ ცენტრალურ უბნებს შეეხება, მოგვიანებით კი მთელი ბრელინის ტერიტორიაზე გავრცელდება. ექსპერტთა შეფასებით, ეკოლოგიის გაუარესების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ დიზელია, ამიტომ მისი აკრძალვა ძალიან დროული იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიახლე ძალაში 2019 წლის ბოლომდე უნდა შევიდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g