LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინის კაფე-რესტორნები სტუმრებს თავის სანიტარულ სტატუსს შეატყობინებენ

75
urn-newsml-dpa.com-20090101-221114-99-509616-v3-s2048

დაწყებული 2023 წლიდან, ბერლინში მდებარე საკვები ობიექტები ვალდებული გახდებიან, სტუმრებს თავისი სანიტარული რეიტინგი წარუდგინონ. ამ რეიტინგში ისეთი მაჩვენებლები იქნება წარმოდგენილი როგორიცაა დაწესებულების სისუფთავე და გამოყენებული პროდუქციის ხარისხი. ამის შესახებ ინფორმაციას berlin.de ავრცელებს.

ამ პარამეტრების გათვალისწინებით კაფეებსა თუ რესტორნებს ქალაქის სანიტარული სამსახური აფასებს.

აღსანიშნავია, რომ სანიტარული მარკირების ანალოგიური სისტემა უკვე მოქმედებს დანიაში. იქ საკვები ობიექტების მფლობელები კარზე ე.წ. სიცილაკებს კიდებენ.

მომღიმარი სახე ნიშნავს, რომ დაწესებულებაში სრული წესრიგია, ხოლო მოწყენილი სიცილაკი მიანიშნებს კაფესა თუ რესტორანში არსებულ სისუფთავის პრობლემაზე და იმაზეც, რომ დაწესებულებას ამის გამო ჯარიმა დაეკისრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები