დღეს მზე იმყოფება ორგანიზებულ, ერთგულ და სტაბილურ კუროს ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის მერყევ, ზოგჯერ სულსწრაფ, თუმცა კომფორტის მოყვარულ სასწორში. ეს ტენდენციები ამ ზეგავლენის შედეგად, ადამიანებში აძლიერებს კომფორტის სიყვარულს, თუმცა ზოგჯერ იწვევს მერყეობასა და სულსწრაფობას.
დღის რეკომენდაცია – ეცადეთ, დღეს კარგად გამოიძინოთ, ეს თქვენს შრომისუნარიანობაზე პირდაპირ აისახება. დღე პოზიტიურია ახალი საქმეების დასაწყებად და ცოდნის შესაძენად. კარგი პერიოდია შემოქმედებითი მუშაობისთვის, დიზაინისა და არქიტექტურისთვის. ხელსაყრელი დროა ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯისა და მუსიკალური ნივთების შესაძენად. ყურადღება მიაქციეთ სხვების რჩევებს და ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
ნუ აჰყვებით ცდუნებებსა და სიზარმაცეს. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არ არის რეკომენდებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. მოერიდეთ სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევას. დღე ხელს უწყობს სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებს, ქორწინებასა და კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს. დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მეტად აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი), თირკმელები და კანი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია კბილებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობა, ასევე კოსმეტიკური პროცედურები. საკვებ რაციონში შეზღუდეთ მარილიანი პროდუქტები, თხილი და ალერგიის გამომწვევი საკვები.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ნეფრიტი, ლაზურიტი და თოპაზი. ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ ლურჯ, ცისფერ, ბეჟ, ყვითელ და ნაცრისფერ ტონებს, ეს ფერები გააძლიერებს თქვენს შარმს და მომხიბვლელობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ლომისა და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია კუროებისა და კირჩხიბებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.