LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2777
მიხეილ ცაგარელი

დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ღამის 01:00 საათიდან დღის 13:05 საათამდე გრძელდება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. ამ დროს ყურადღება საგრძნობლად დუნდება, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. გარდა ამისა, დღე გეომაგნიტურია, რაც ნეგატიურად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა და წნევის ცვალებადობა. აკონტროლეთ წნევა, საჭიროებისას გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და ეცადეთ, მეტად დაისვენოთ.

დღის რეკომენდაცია – დღე მოითხოვს პრაგმატულობასა და ემოციების კონტროლს. ენდეთ თქვენს ინტუიციას. პოზიტიური პერიოდია შემოქმედებითი მუშაობისთვის, არომათერაპიისთვის, დალაგება-დასუფთავებისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისა და ტანსაცმლის განახლებისთვის. კარგი დროა საფინანსო-საბანკო ოპერაციებისთვის, საქმიანი მიმოწერისთვის, ვაჭრობისა და აუდიტისთვის. ხელსაყრელია მეგობრული კონტაქტები, კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ხელოვნების ნიმუშების შეძენა. დღესვე შეგიძლიათ დაიწყოთ კონსულტაციები ექიმებთან. მოერიდეთ გამოცდების ჩაბარებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას და სარისკო ქმედებებს. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები ახდება.

პარტნიორული ურთიერთობები – სასიყვარულო კონტაქტებისა და ქორწინებისთვის დღის მეორე ნახევარი, 14:00 საათის შემდგომი პერიოდი უკეთესია.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ყელი და ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი). ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა) არ არის სასურველი. საკვებ რაციონში მოერიდეთ ალერგიული პროდუქტების მიღებას.

დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ: ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, ნეფრიტი და ლაზურიტი. ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ მწვანე, ყვითელ, ნარინჯისფერ, ბეჟ, ლურჯ და ცისფერ ტონებს, ეს ფერები გააძლიერებს თქვენს მიზიდულობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძებისა და ტყუპების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის, რომლებსაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები