LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში მოღვაწე საოპერო მომღერალი მიხეილ ქირია სახალისო შემთხვევაზე საუბრობს

100
BeFunky-collage123412 3 4sdf (21)

ბერლინში მოღვაწე ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, მიხეილ ქირია, რომელიც აქტიური კომუნიკაციით გამოირჩევა სოციალურ ქსელში, კიდევ ერთ მხიარულ ვიდეოს ავრცელებს.

მომღერალმა ტიკ-ტოკში გამოაქვეყნა სიტუაცია კულისებიდან. ის სრულ საოპერო კოსტიუმში, გრიმითა და სხვადასხვა სცენური რეკვიზიტითაა წარმოდგენილი. როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ დროს სჭირდებოდა სასწრაფოდ ფულის გადარიცხვა, თუმცა ტელეფონის Face ID-მ მისი გრიმით დაფარული სახე ვერ ამოიცნო.

„ასეთ სიტუაციაში ვიმყოფები. მოხდა ისე, რომ სასწრაფოდ ფული მაქვს გადასარიცხი და ტელეფონის Face ID ვერ მცნობს…ნეტა რატო ვერ მცნობს?“, – ხუმრობს მომღერალი ვიდეოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g