მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin საკუთარ ოფიციალურ ფეიბსუქ გვერდზე უშგულის ფოტოს აქვეყნებს და მის შესახებ წერს.
„იცით სად მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ულამაზესი ძეგლი? ეს არის ევროპის ერთ – ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი უშგული! ის ზღვის დონიდან თითქმის 2200 მეტრამდე მდებარეობს“ – იუწყება ITB Berlin-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა ექნება. წელს ITB Berlin-ის ტურიზმის საერთაშორისო ონლაინ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას, სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით.