LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესელია ივანიშვილზე: გაბრაზებულია, რადგან ვერ გაგვაჩუმა

102
1547111363_5c370c60b9b6d

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას აზრით, ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია იმ დეპუტატებზე, რომლებმაც “ქართული ოცნება” დატოვეს.

“გაბრაზებულია და დღეს სხვაგვარად ჰყვება იმას, რაც რეალობაში სხვაგვარად იყო. აქ ჩვენ ერთმანეთთან სასაუბრო ფუნდამენტი დავკარგეთ. ჩვენ დავრჩით იქ სადაც ვიყავით და მან ნამდვილად შეიცვალა ხედვა“ – ამბობს ბესელია

მისივე თქმით, ივანიშვილის ხათრით გაჩუმებას არ აპირებს.

„ჩემი გაჩუმება მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა, მაშინ როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს სკოლის მოსწავლე შვილი მეჯდა და მეორე მხარეს ძმა. ეს იყო სწორედ იმისთვის, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა ბიძინა ივანიშვილმამოინდომა ჩემი გაჩუმება ხათრის გამო. უკაცრავად, როდესაც საქმე ამ ქვეყნის მომავალს, იდეალებს და სამართლიანობას ეხება, მე შვილზე და ძმაზე ძვირფასი არავინ არ მყავს ქვეყანაზე და მათ გამო ვერ გავჩუმდი, ვერავის გამო ვერ გავჩუმდები”– აღნიშნა ბესელიამ

შეგახსენებთ, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ წავიდნენ ეკა ბესელია და კიდევ რამდენიმე უმრავლესობის წევრი მმართველი პარტიიდან. როგორც ივანიშვილი ამბობს, მათ არ ჰქონდათ მიზეზი, ხოლო პარტია “ღია კარის მტვრევით” დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g