LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა, რის გამოც ის შიმშილობას იწყებს

145
Untitled design - 2021-12-01T192806.568

თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე დაცვის მხარე თამლიანისთვის გირაო-ს შეფარდებას ითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

პროკურორის განცხადებით, მიმალვისა და სხვა საფრთხეების თავიდან აცილება მხოლოდ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიებით იქნებოდა შესაძლებელი.

ამასთან, ადვოკატმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად, ბესიკ თამლიანი შიმშილობას იწყებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, დაცვის ჯიხურზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბესიკ თამლიანი ავიდა, რასაც დაპირისპირება მოყვა. სამართალდამცველები მის ჩამოყვანას ცდილობდნენ.

ბესიკ თამლიანის დედა: მე თავში ჩამარტყეს, ჩემს შვილს 50 პოლიციელი დაესია და ფეხები ურტყეს, როგორი საყურებელია ეს დედისთვის?

ბესიკ თამლიანი: ჯიხურზე ასვლა ჩემი განზრახვა არ ყოფილა, ეს იყო იძულებული მოქმედება – ეს ჰგავდა 1942 წელს, როდესაც ქანთარიამ აწია დროშა რაიხსტაგზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g