LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რებილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება – ტურისტები უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ

80
287186497_381348944023347_4306686755293085072_n

ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო 7.1 კმ-იანი მონაკვეთი გაივლის სოფელ კვესეთს და ბეთანიის მონასტრამდე მიდის, რომელიც ასევე, თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის მოწყობა, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახალი ნაგებობების მოწყობა, მიწის ვაკისის და გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, მიერთებების და სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების მონტაჟი და შემოფარგვლა.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი იყო გრუნტიანი და ტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა. ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს, როგორც ავტომობილების, ასევე ფეხით მოსიარულე ტურისტების და დამსვენებლების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g