LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრ კარგ ტრადიციაზე მოგვიწევს უარის თქმა, განსაკუთრებით დიდ ქორწილებსა და დაბადების დღეებზე: გამყრელიძე

184
BeFunky-collage (8)

„პირდაპირ ვთქვათ, რომ წელს თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად ნიშნავს, რომ ზოგიერთ ჩვენ ძალიან კარგ ტრადიციაზე რაც გვაქვს ქართველებს და არა მარტო ქართველებს, თავი უნდა შევიკავოთ.”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ პრესკონფერენციისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მართალია, ბოლო დღეებში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სასურველი არ არის დიდი თავშეყრის ადგილები.

ავადობის რიცხვი იზრდება ყველა ქვეყანაში, თუმცა ე.წ. შენელების ზრდის დინამიკა იგრძნობა: გამყრელიძე

„განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები. ალბათ, წელს ამაზე მოგვიწევს უარის თქმა…”- აღნიშნა გამყრელიძემ.

თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა ორზე მეტი მგზავრი განთავსდეს – ხათუნა ზახაშვილი

ამასთან ეპიდემიოლოგების თქმით, სასურველია, მომდევნო დღეებში გარკვეული ტიპის შეზღუდვები მოქალაქეთა შეკრებებზე კვლავ დარჩეს ძალაში.

დავრჩეთ სახლში, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან…კარგია სუფთა ჰაერზე” – იმნაძე

 

magti 5g