LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა ორზე მეტი მგზავრი განთავსდეს – ხათუნა ზახაშვილი

227
publika.ge--1-31-1024x665

თუკი ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, პირველ რიგში, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი,  შეკითხვას რჩება თუ არა ძალაში რეკომენდაცია ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვის შესახებ. მისივე თქმით, ტაქსების შემთხვევაში შეეზღუდვა, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, ისიც უკანა სავარძელზე, გაცილებით ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული.

„ეს რეკომენდაციათა ის სახეობაა, რომელიც გადაადგილების გარკვეულ შემცირებას უზრუნველყოფს. ეს სახეობა გამოიყენება არამარტო საქართველოში, არამედ ბევრგან და უპირველეს ყოვლისა ასოცირებულია ტაქსების გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან, რაც ნიშნავს, რომ მძღოლის გვერდით არავინ არ უნდა იჯდეს. მოხსნა ამ შეზღუდვებისა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით.”-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა

ავადობის რიცხვი იზრდება ყველა ქვეყანაში, თუმცა ე.წ. შენელების ზრდის დინამიკა იგრძნობა: გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები