LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი ფატალური შედეგი დადგა, საათობით გვიწევს ლოდინი“ – წალენჯიხის მუნიციპალიტეტი რეანიმობილის გამოყოფას ითხოვს

131
რეანიმობილი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი რეანიმობილის გამოყოფას ითხოვს.

წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ამბობს, რომ აბაშიდან 80 კილომეტრით არიან დაშორებულ და უწევთ დაელოდონ როდის ჩავა რეანიმობილი რეგიონში, როცა პაციენტს დახმარება სჭირდება.

რეანიმობილი არ ჰყავს არც მეზობელ ჩხოროწყუს. ბელქანია ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მუნიციპალიტეტს ყურადღება მიაქციოს.

„წალენჯიხა გახლავთ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე მუნიციპალიტეტი.

აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, გალში მცხოვრები ადამიანები წალენჯიხისა და ზუგდიდის იმედად არიან, ამ დროს წალენჯიხას არ ჰყავს რეანიმობილი, მეზობელ ჩხოროწყუს არ ჰყავს რეანიმობილი.

ძალიან ხშირად გვიწვეს დაველოდოთ მაგალითად აბაშიდან როდის ჩამოვა რეანიმობილი წალენჯიხამდე. არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, ძალიან ბევრი თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და ძალიან ბევრი ფატალური შედეგი დადგა“. – აღნიშნა „მთავარ არხთან“ საუბრისას თამარ ბელქანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები