LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი იმოძრავეთ, მიიღეთ სითხე და აკონტროლეთ ტემპერატურა – გამყრელიძის რჩევები ბინაზე მკურნალ პაციენტებს

196
BeFunky-collage - 2020-10-20T124705.066

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მკურნალობის მეთოდს განმარტავს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც უსიმპტომოდ ითვლებიან და ბინაზე მკურნალობენ. ამირან გამყრელიძე კოვიდინფიცირებულებს დიდი რაოდენობით სითხის მიღებისა და ბევრი მოძრაობისკენ მოუწოდებს. 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირებულები, რომლებიც შინ იმყოფებიან, უსიმპტომოები არიან და ისინი როგორც წესი, 12 დღეში გამოჯანმრთელდებიან.

“ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. ყველაზე მარტივია ბუშტის გაბერვა, იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია” – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

„ვინც ბინაზე რჩებიან არიან მსუბუქი პაციენტები. მათთვის აუცილებელია მეტი სითხის მიღება, მეტი მოძრაობა. ასევე, საჭიროა ტემპერატურის კონტროლი და ის თუ 38 გრადუსს აჭარბებს, სიცხის დამწევის მიღება. ნუ დაელოდება პაციენტი, რომ ვინმემ დაურეკოს. ყველა ადამიანს და ოჯახს უნდა გვყავდეს ჩვენი ოჯახის ექიმი, სასურველია პროაქტიურად, პაციენტმა თვითონ დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს. ბინაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა არის ოჯახის ექიმის კომპეტენცია, რომელიც არ არის რთული, რადგან ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი, 99% ძალიან სწრაფად, 12 დღის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდებიან და აღარ იქნებიან გადამდებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როდის იქნება კორონავირუსის პიკი საქართველოში?

 

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, თბილისსა და ქუთაისში, ანუ იქ, სადაც კორონავირუსის მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, შეიძლება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე გადავიდნენ.

“მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მისცა დასტური რამდენიმე კომპანიის მიერ დამზადებულ ანტიგენზე დამყარებულ ტესტს, რომელიც იგივე ნაცხში კეთდება და 15-20 წუთში გაძლევს პასუხს. ამ დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის, თბილისში, სადაც დიდი რაოდენობაა და ქუთაისში, ცხელებიან და სიმპტომებიან ადამიანებს ჩაუტარდებათ”, — განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 425 თბილისში, 372 – იმერეთში,  აჭარაში კი – 193.

ახალქალაქი ექიმების გარეშე დარჩა – ამირან გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g