LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბევრი მირტყამდა… ბეისბოლის ,,ბიტებივით” ჰქონდათ” – ზურა ჯაფარიძის ძმა აცხადებს, რომ სცემეს

311
2024-05-09_02-55-01_922877

,,გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის ძმას, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

,,ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდა.

სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ სავარაუდოდ”,- წერს ჯაფარიძე.

როგორც ,,ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარი გია ჯაფარიძე საუბრობს, ის ბეისბოლის ბიტებით სცემეს.

,,რაც ხდება ამ ქვეყანაში, ის ხდება. რუსეთი დაგვესხა თავს. ორი ნაღდად მახსოვს [თავდამსხვმელი], შეიძლება სამი. სახლთან, სადარბაზოსთან. არაფერი არ უთქვამთ, პირდაპირ ცემა დაიწყეს… ბევრი მირტყამდა, ორი ნაღდად იყო. რაღაც ჯოხებით, არ ვიცი. რატო ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს, ამას ამბობდნენ. როგორ უნდა მომეხდინა [იდენტიფიცირება], არა, ვერაფერი, სიბნელე იყო. პოლიცია ინფორმირებულია. ბეისბოლის “ბიტებივით” ჰქონდათ. ახლა მოვედი [კლინიკაში], თუ შემიშვებთ, ვნახავთ რა დაზიანებები მაქვს”, – ამბობს გია ჯაფარიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g