LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი რამ, რაც დათუნას ამ წლების განმავლობაში დაემართა, სწორედ ამ დაავადებით, დამოკიდებულებით არის გამოწვეული. მას დახმარება სჭირდება“ – ლიკა ევგენიძე

856
2025-12-15_01-12-24_417505

ლიკა ევგენიძე ქართველი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის დაპატიმრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„დათუნა სულიკაშვილი ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ძალიან მიყვარს. ძალიან კეთილი, ნიჭიერი და დიდი გულის მქონე ადამიანია და ამავე დროს დამოკიდებული. ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს პირველ ორს.

ადამიანებს, ხშირად გვიჭირს ქცევის, როგორც სიმპტომის აღქმა. ბევრად ადვილია გავიგოთ, რომ კოჭლობა ფეხის ტკივილის სიმპტომია, ვიდრე ის, რომ ქცევაც შეიძლება იყოს დამოკიდებულების სიმპტომი, რომელიც დაავადების დამარცხებასთან ერთად ქრება.
ბევრი რამ, რაც დათუნას ამ წლების განმავლობაში დაემართა, სწორედ ამ დაავადებით, დამოკიდებულებით არის გამოწვეული.

ყველაზე მეტი მან დაუშავა საკუთარ თავს.
იმის მაგივრად, რომ დავარდნილ ადამიანს ფეხი ვურტყათ — რისი სამწუხარო მაგალითებიც ჩვენს ქვეყანაში არ გვაკლია… უნდა გავიაზროთ, რომ დამოკიდებულება არის დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და გვერდში დგომა.
არავითარი რეალიზატორი დათუნა არ ყოფილა, დათუნა არის დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც სჭირდება დახმარება.

Datuna Sulikashvili მიყვარხარ always and forever“, – წერს ლიკა ევგენიძე.

ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g