LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბი ბი სი” – ბარსელონას ზოოპარკში ოთხ ლომს კორონავირუსი დაუდასტურდა

255
130206663-421796409187836-6357815534350330575-n

ბარსელონას ზოოპარკის ოთხ ბინადარ ლომს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ,,ბიბისი” წერს. მდედრ ლომებს: ზალას, ნიმას და რან-რანს და მამრ ლომს კიუმბეს PCR ტესტები მას შემდეგ აუღეს, რაც მათ ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ. ინფიცირებულია ზოოპარკის ორი თანამშრომელიც. ზოოპარკის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ლომებს ვირუსი სტაფის ერთ-ერთი ასიმპტომური წევრისაგან გადაედოთ, რადგან ისინი ადამიანებთან ახლო კონტაქტს მიჩვეულები არიან. ამიტომაც ვეტერინარებს მათთვის PCR ტესტის აღება არ გასჭირვებიათ.

თუმცა  ზოოპარკის ადმინისტრაცია აცხადებს იმასაც, რომ ვიზიტორების ინფიცირების რისკი არ არსებობს, რადგან მათგან არავინ მიდის ცხოველებთან იმდენად ახლოს, რომ დაინფიცირდეს ან ისინი დააინფიციროს.

ზოოპარკის სამედიცინო წარმომადგენელთა თქმით, ლომებს გამოხატული ჰქონდათ ხველება და ცემინება, მათი საერთო მდგომარეობა ამ დროისათვის  დამაკმაყოფილებელია.

დამატებითი რჩევებისათვის ბარსელონას ზოოპარკის წარმომადგენლები ბრონქსის ზოოპარკში მომუშავე კოლეგებს დაუკავშირდნენ, სადაც ლომების ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ აპრილში დაფიქსირდა. მაშინ ბრონქსში კორონავირუსით დაინფიცირდა ასევე ოთხი ვეფხვი, თუმცა აპრილში ინფიცირებული ყველა ცხოველი მალევე  სრულიად გამოჯანმრთელდა.

 

 

magti 5g