LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიალონი“ – ქალბატონების კომფორტული ძილისთვის

299

ქართული ბრენდი „ბიალონი“ მომხმარებელს ღამის პერანგის დიდ არჩევანს სთავაზობს.

როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას, „ბიალონის“ დირექტორმა და დიზაინერმა თაკო გეგეჭკორმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, ღამის პერანგები და ხალათები მხოლოდ ქალბატონებისთვის იქმნება, რომელთა ფასიც 39 ლარიდან 150 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„ჩვენ ვზრუნავთ ქალბატონებზე და გთავაზობთ ხარისხიან, ლამაზ, დახვეწილ პროდუქციას, რომელიც არაჩვეულებრივი საჩუქარია, როგორც საკუთარი თავისთვის ასევე საყვარელი ადამიანისთვისაც“, – აღნიშნა გეგეჭკორმა.

გეტყვით იმასაც, რომ მასალა თურქული და იაპონური აბრეშუმია, თავად მოდელები კი საქართველოში იკერება.

ამჟამად, სასურველი ღამის პერანგის შეძენა ონლაინ შეგიძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები