გუშინ ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭს, ნიკოლოზ კვარაცხელიას 9 ტყვია ესროლეს.
დაჭრილი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულმ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა გახდა მისი დაჭრის მიზეზი.
სოციალურ ქსელში გარდაცვლილზე ბევრს წერენ, რომ მას ფაისბუქის მსგავსი ანალოგი პლატფორმის შექმნა სურდა და საქართველოს მომავალს მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა.
ნიკოლოზ კვარაცხელიამ მის გეგმებზე „მთავარი არხის“ დილის გადაცემაში, რუბრიკაში „მე მიყვარს ევროპა“ დაახლოებით ერთი წლის წინ ისაუბრა.
ამ რუბრიკაზე დაყრდნობით მოგიყვებით ბიჭზე, ახალგაზრდა ბიჭი ნიკოლოზ კვარაცხელიაზე, რომელმაც პლატფორმა “Feedc” დააფუძნა და რომელიც გუშინ ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაცხრილეს.
„სკოლაში როდესაც ვსწავლობდი იმ პერიოდში ძალიან მომწონდა და მიზიდავდა ტექნოლოგიების სფერო. სულ ვიცოდი, რომ ამ სფეროში შეუზღუდავი შესაძლებლობებია.
მინდოდა, ისეთ უნივერსიტეტში წავსულიყავი, რომელშიც იქნებოდა სტარტაპების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი „სქემა ბიზნეს სქულში“ – საფრანგეთში, იმიტომ რომ ზუსტად იმაზე იყო აქცენტები, რისი გაკეთებაც მინდოდა სკოლას რომ დავამთავრებდი.
ნინო ზამბახიძე: "ჩემი ნიკო მოკლეს, 8 ტყვია დააცალეს! ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს"
"ნიკო 2019 წელს გავიცანი როცა ევროპული განათლება მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა"
როცა გავუგზავნეჩემი მონაცემები და მივიღე დასტური, დავიწყე ურთიერთობა და საუბარი იმ ადამიანებთან, ვისაც უკვე ნასწავლი ჰქონდათ საფრანგეთში.
მეუბნებოდნენ, რომ ცივი ხალხი არისო, მაგრამ როცა ჩავედი, არ ყოფილა თურმე ასე. იმიტომ რომ ინგლისურიც იცოდნენ და ამის გარდა თვითონ ხალხიც ძალიან კარგი არის. ყოველდღიურ ურთიერთობაში ძალიან ბევრი ხალხი შევიძინე.
მერე ისინი საქართველოშიც ჩამოვიდნენ და ძალიან უყვართ საქართველო. გაგიჟებულები წავიდნენ საქართველოდან…
პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც გამიჩნდა “Feedc”-ის იდეა. იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც ჩემს გარშემო ვხედავდი, იყო ახალი, ძალიან განსხვავებული, არავის ვიცნობდი და გადავწყვიტეთ პლატფორმის შექმნა.
გავაკეთეთ მოკლე პრეზენტაცია, ძალიან მოეწონათ “Feedc” იდეა და მომცეს პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და მაძლევდნენ იმის საშუალებას, რომ ჩემი საქმიანობის პარალელურად მემუშავა პროექტზე.
ამ ყველაფრის დამსახურებაა, რომ ჩამოვედი, ვმუშაობ ამ პროექტზე და ესაა ჩემი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენი გუნდი იზრდება. ბევრი საინტერესო ქართველი არის ამ გუნდში. უნივერსიტეტში გაცნობილი ხალხიც არის ამ გუნდში“. – ყვებოდა ნიკოლოზ კვარაცხელია თავის გეგმებზე.