LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ ბიჭის ჯოხი, წლები გავა და როზგივით მოგვხვდება. მას სხვა გაბრაზებული ჯოხი ეჭირება და ვეღარ გავაჩერებთ” -სოფიო ხუნწარია

430
Untitled

დღეს ე.წ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორიციელდა.

მოვლენების ეპიცენტრიდან სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, სადაც პატარა ბიჭუნას ხელში ჯოხი აქვს მომარჯვებული და შეშინებული იყურება.

ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთ ემოციურ პოსტს წერს, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე სოფო ხუნწარია.

“ამ შეშინებული თვალების წინაშე მთელი კაცობრიობაა დამნაშავე. ყველაზე მეტად ის, ვისაც სასიკეთოდ შეუძლია შეცვალოს ამ ბავშვის მომავალი და არაფერს აკეთებს” – პეტრე კოლხი

“ამ ბიჭს დიდი თვალები აქვს, როგორც შიშს. ხელში ჯოხი ისე უჭირავს, მთელი მისი ბრაზი მასზე გადააქვს. არც ის ვიცი ეკუთვნოდა თუ არა რომელიმე ოთხი კედელი, თუმცა ფაქტია, რომ მას თბილი ლოგინი არ აქვს. ამ ბიჭის თვალებში ჩვენი ყველას ამბავია და მასში მთელ სირცხვილს ამოიკითხავ, რომელიც ძალიან ბევრი წელია არ მოგვშორდა, არ წავიდა. დღეს ბევრ სახლში აეწყობა ნაძვის ხე და შესაძლოა ნიგვზის გარჩევაც დაიწყოს, როცა ამ ბიჭის ნაირი თვალები ბევრს აქვს და ისინი შიშს გვანან. ამ ბიჭის ჯოხი, წლები გავა და როზგივით მოგვხვდება. მას სხვა გაბრაზებული ჯოხი ეჭირება და ვეღარ გავაჩერებთ. მერე გავრიყავთ და შევარცხვენთ. ეს ამბავი არ არის ამ ბიჭზე, ჩვენზეა, უბრალოდ კარგად ჩანს მის დიდ თვალებში, რომელიც შიშივით შეგვეფეთება.”-წერს სოფიო ხუნწარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g