LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭუნა, რომელიც იაშვილის კლინიკაში ლეიკემიას უშედეგოდ ებრძოდა, საფრანგეთში გამოაჯანმრთელეს

1745
child

ქართველი მწერალი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში მუშაობს, ნუგზარ სულაშვილი, აქვეყნებს ქართველი ბიჭუნას ფოტოს, რომელიც კლინიკაშია გადაღებული. როგორც მწერალი ამტკიცებს, ბიჭმა ლეიკემია საფრანგეთში დაამარცხა, ხოლო საქართველოში, იაშვილის კლინიკაში უშედეგოდ ებრძოდა ამ დაავადებას.

პოსტში ნუგზარ სულაშვილი იმასაც წერს, რომ იაშვილის კლინიკიდან მუქარა შეუთვალეს:

„ფრანგი ექიმების დამსახურებით, დღეს კიდევ ერთმა ანგელოზმა დაამარცხა სიკვდილი. ის 5 თვიდან იაშვილის კლინიკაში უშედეგოდ ებრძოდა ლეიკემიას.

ის ახლა უკვე სრულიად ჯანმრთელია.

მადლობას ვუხდი ქ. აჟენის სამედიცინო პერსონალს და სიამოვნებით მოვიკითხავ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელობას, რომელმაც მუქარა წერილობით შემომითვალა. იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ არ მოვიხდიდი ბოდიშს აღნიშნული კლინიკის დადანაშაულებისთვის, სასამართლოში მიჩივლებდნენ.

მიჩივლეთ ბატონებო!

ამ პატარა კაცის წინაშე პირნათელი ვარ !

ჩვენ გავიმარჯვეთ!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g