LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი წელს $525 მილიონით გამდიდრდა

388
BeFunky-collage (8) (1)

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა საფინანსო საინფორმაციო ორგანიზაცია Bloomberg-მა  ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის 2019 წელს დაგროვილი შემოსავალი დაითვალა. გამოცემის მიხედვით, ივანიშვილის ქონება მიმდინარე წელს $525  მილიონით გაიზარდა. გამოცემაში მითითებულია სქემა, რომელიც წლის კვარტალების მიხედვით არის ჩამოთვლილი. ჯერძოდ, როგორ ხდებოდა ოლიგარქის ქონების შევსება, რომელმაც საერთო ჯამში 5 520 000 000 დოლარი შეადგინა. აქვეა აღწერილი ბოლო კვირის განმავლობაში ივანიშვილის ანგარიშზე შემოსული 7 მილიონი დოლარი.

ისევე, როგორც სხვა საფინანსო საინფორმაციო საშუალებები, Bloomberg-ი მსოფლიო საფინანსო და საფონდო ბირჟის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს აშუქებს. გამოცემის მიხედვით,  რომელიც ოფიციალურად ეყრდნობა ოლიგარქის მიერ დეკლარირებულ თანხებს, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წელს ბიძინა ივანიშვილმა 570 მილიონი დოლარით გაზარდა თავისი ქონება.

Bloomberg-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი დედამიწაზე 500 მილიარდელთა სიაში 371-ე ადგილს იკავებს.

“ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრები საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. გია ვოლსკის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საქართველოში დიდ ფულს ხარჯავს, ვიდრე შოულობს. მისივე განმარტებით, ივანიშვილი ქველმოქმედია და გარდა ამისა მისი ფული იხარჯება განათლებაში, კულტურასი, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არასრული სია: ძირითადად პარკები და ბაღები (ვიდეო)

ოპოზიცია სხვაგვარად ფიქრობს. გიგი უგულავა ამბობს, რომ ივანიშვილი საქართველოში “ფულს აკეთებს და ასე მდიდრდება”.

ნათია თურნავა წყალტუბოს პროექტზე: ქველმოქმედი მზადაა შეეხიდოს ბიზნესს

"ესაა ძალიან კარგი სინერგია ქველმოქმედს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g