„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპრემიერი უწმინდესს საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად ეწვია. პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი დალოცა და ხატი უსახსოვრა.
