LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეიტსმა გაიმეორა, რომ მისი შვილები, მისი 100 მილიარდიანი ქონებიდან 1%-ზე ნაკლებს მიიღებენ

487
ბილ გეიტსი

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის, Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის სიკვდილის შემდეგ, მისი სამი შვილი მემკვიდრეობით ქონების 1%-ზე ნაკლებს მიიღებსMicrosoft-ის დამფუძნებელმა ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ დაადასტურა ინდოელი ბლოგერის, რაჯი შამანის ბოლო YouTube პოდკასტში.

საუბრისას წამყვანმა გეიტსს ჰკითხა, „როგორი უნდა იყოს მშობლების პოზიცია მემკვიდრეობასთან დაკავშირებით“:

„ვფიქრობ, რომ თითოეულმა ინდივიდმა უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს. მინდა ჩემს შვილებს მივცე შანსი, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი და წარმატება, იყვნენ მნიშვნელოვანი და არ იყვნენ დამოკიდებული იმ წარმოუდგენელ იღბალზე და ბედზე, რაც მე მქონდა“, – განმარტა გეიტსმა.

ბლოგერმა გეიტსს ასევე ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა მის შვილებს იმედგაცრუება, რადგან მისი მილიარდების უმეტესი ნაწილი მათ ანგარიშებზე არ მოხვდებოდა.

„თუ არ გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა თქვენი სიყვარული ფინანსურ მხარდაჭერაში აურიონ, თავიდანვე უნდა ახსნათ თქვენი ფილოსოფია, რომ მათ ყველას თანაბრად მოეპყროთ და წარმოუდგენელ შესაძლებლობებს მისცემთ, მაგრამ ამ რესურსების უმაღლესი მიზანია დაუბრუნდეთ მათ, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია“, – თქვა გეიტსმა.

Microsoft -ის დამფუძნებელმა აღნიშნული განცხადება ადრეც გააკეთა და თქვა, რომ მემკვიდრეებს ქონების მხოლოდ მცირე ნაწილს დაუტოვებდა.

„ისინი მიიღებენ მთლიანი სიმდიდრის 1%-ზე ნაკლებს. რადგან გადავწყვიტე, რომ ეს მათთვის სიკეთე არ იქნებოდა. ეს არ არის დინასტია. მე მათ არ ვთხოვ მაიკროსოფტის მართვას“, – თქვა მილიარდერმა.

ბილ გეიტსს და მის ყოფილ მეუღლეს, მელინდა ფრენჩს, რომელსაც ის 2021 წელს დაშორდა 27 წლიანი ქორწინებიდან 28, 25 და 22 წლის სამი შვილი ჰყავთ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g