„ბილაინი” ქართული ბაზრის დატოვებას არ გეგმავს – აღნიშნულის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბილაინი” ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას და მისი 1.3 მილიონამდე მომხმარებლის მომსხურებას, მის 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად. 2018 წელი კომპანიამ წარმატებით დაასრულა და განახორციელა 21 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში და უფრო დიდ ინვესტიციას განახორციელებს 2019 წელს.
„ბილაინი” დიდი ჯგუფის ნაწილია და როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა – ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებისთვის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, რომ VEON-ს (ბრენდი ბილაინი) საქართველოს ბაზრიდან გასვლა სურს.