LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბილბორდმა” ,,წლის ქალი” გამოავლინა

115
download

29 აპრილს, ლოს-ანჯელესში, ,,ბილბორდის” ყოველწლიური ღონისძიება – ,,ქალები მუსიკაში” გაიმართება. წვეულება, რომელიც დაჯილდოების ხასიათს ატარებს და ქალ არტისტებს რამდენიმე უკონკურენტო ნომინაციაში ჯილდოს ანიჭებს, წელს მეცხრამეტედ შედგება.

ცნობილი გახდა, რომ საღამოს მთავარ ტიტულს – HUNTR/X მიიღებს. Netflix-ის 2025 წლის ანიმაციური ფილმის – K-Pop Demon Hunters პერსონაჟების მომღერალი ხმები – იჯეიოდრი ნუნა და რეი ამი, რომლებიც ცნობილი სწორედ ფიქტიური K-pop ჯგუფის სახელით გახდნენ, გავლენიანმა მუსიკალურმა გამოცემამ ,,წლის ქალად” დაასახელა.

ამ წოდებით სამეული ისეთ შემსრულებელთა სიაში შევიდა, როგორებიც: რიბა მაკინტაირისიარაბიონსეფერგიტეილორ სვიფტიკეტი პერიპინკილედი გაგამადონასელენა გომესიარიანა გარანდებილი აილიშიქარდი ბიოლივია როდრიგოSZA, კაროლ ჯი და შარშანდელი რეციპიენტი, დოჩი არიან.

აღსანიშნავია, რომ ეს საპატიო სტატუსი ტეილორ სვიფტს ორჯერ, 2011 და 2014 წლებში მიენიჭა.

 „წლევანდელი ლაურეატები განასახიერებენ თამამ კრეატიულობას, გლობალურ გავლენასა და სახელოვნებო სრულყოფილებას სხვადასხვა ჟანრში. წლის აღმოჩენით დაწყებული, უკვე დამკვიდრებული ლეგენდებით დასრულებული – თითოეული ეს ქალი ინდუსტრიის წინსვლას განაპირობებს” – ნათქვამია Billboard-ის განცხადებაში.

Billboard Women in Music-ის სხვა სპეციალური პრემიები შემდეგნაირად გადანაწილდა:

შეგახსენებთ, რომ „ბილბორდის” დაჯილდოება – Women in Music 2007 წლიდან იმართება და პატივს მიაგებს ქალებს მუსიკალურ ინდუსტრიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები