LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილეთი 28 მილიონ დოლარად – დღეს ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდება

160
jefbezos

დღეს, 20 ივლისს „ამაზონის“ დამფუძნებელი და პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდება. ბეზოსი ოთხ თანამგზავრთან ერთად თავისი კომპანიის, „ბლუ ორიჯინის“  შექმნილი რაკეტით სუბორბიტალურ ფრენას განახორციელებს, რომელიც 11 წუთს გასტანს.

თავად ბეზოსის გარდა ბორტზე კიდევ ოთხი ადამიანი იქნება, მათ შორის მისი ძმა მარკ ბეზოსი, ასევე 82 წლის ასტრონავტი უოლი ფანკი და 18 წლის ოლივიე დეიმენი.აღსანიშნავია, რომ ფრენის შემდეგ ფანკი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული, ხოლო დეიმენი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იქნება, ვისაც ოდესმე პლანეტა დაუტოვებია. ხომალდ “ბლუ ორიჯინის” ფრენის კიდევ ერთი მონაწილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით პიროვნებამ, რომელმაც ფრენის ბილეთი 28 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, თუმცა შესაძლოა, მისი ვინაობა ფრენის წინ გახდეს ცნობილი.

„ბლუ ორიჯინის“ ხომალდი ექვს ადამიანზეა გათვლილი. მასში დამონტაჟებულია 6 ფანჯარა, რომელიც სტუმრებს კოსმოსის ხედებით დატკბობის საშუალებას მისცემს, რის შემდეგაც კაფსულა დედამიწაზე დაეშვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g