როგორც ჩანს, 18 წლის ბილი აილიშმა დიდი ზომის ტანისამოსზე სამუდამოდ თქვა უარი. Billboard Music Awards-ზე არტისტი „გუჩის“ ტანისამოსით გამოჩნდა, ის შესანიშნავ ფორმაში იყო. დაჯილოდების ცერემონიალზე მუსიკოსმა ,,საუკეთესო ალბომისთვის” ჯილდო მოიპოვა. არტისტის „ლუქი“ მწვანე ფერებში იყო გადაწყვეტილი. ბილიმ საზოგადოებას პირბადის ტარებისა და ხელების ხშირი დაბანისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება ყველაზე მეტ ჯილდოს, ის 25 წლის პოსტ მელონმა მოიპოვა და ცერემონიიდან 16 ჯილდოთი წავიდა, მან საუკეთესო არტისტსი ტიტული მიიღო.